ლიეტუვაში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი
ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
თვითმფრინავი, რომელსაც DHL-ისთვის ესპანეთის სატვირთო ავიაკომპანია „Swiftair“ ახორციელებდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა, როდესაც დასაშვებად ემზადებოდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში მყოფი 12-ვე ადამიანის უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდა.
თვითმფრინავი გერმანიიდან, ლაიფციგის აეროპორტიდან აფრინდა და აფრენიდან, დაახლოებით, საათნახევრის შემდეგ ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 05:30-ზე მოხდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.