თბილისის მერი კახა კალაძე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახლად არჩეულ პარლამენტს ამომრჩევლის ნდობის გამართლებას უსურვებს.
„მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება, რომელიც არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულების და სწორედ ჩვენი მოსახლეობის არჩევანის შედეგი.
ვუსურვებ ახლად არჩეულ პარლამენტს, სრულად გაამართლოს ამომრჩევლის ნდობა, ხალხის მხარდაჭერა და დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც მივაღწიეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში – ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, მშვიდობიანი განვითარების კურსი, სვლა ევროპისკენ.
წარმატებები საქართველოს!“ – წერს კახა კალაძე.