ჯონ კირბი: ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ჩვენ ახლოს ვართ [შეთანხმებასთან]. მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული და ამ მოლაპარაკებების ტრაექტორია მიდის ძალიან პოზიტიური მიმართულებით“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელის ხელისუფლება პრინციპის დონეზე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მდინარე ლიტანის ჩრდილოეთისკენ გადასვლას, სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარის გაყვანას და ისრაელსა და ლიბანს შორის სადავო მოსაზღვრე ტერიტორიების დემარკაციას გულისხმობს.