ლევან მაჭავარიანი: პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს
“პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტში უკვე დღეს დასახელდება”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს.
„პრეზიდენტს სამასი ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს. გუნდში იმ კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს, ვისაც წარვადგენთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
საქართველოს პარლამენტი დღეს ახალი წესით პრეზიდენტის არჩევის თარიღზე იმსჯელებს.