უკრაინის ვიცე-პრემიერი: ომის დასრულება შეუძლებელია უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გარეშე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ომის დასრულება შეუძლებელია უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გარეშე.
უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინის ნატოში მიწვევის მომენტი აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ არ გამოიყენა.
“მაგრამ ყველა ჩვენთაგანის – უკრაინელი ხალხისა და უკრაინის პრეზიდენტის – პრინციპული პოზიციაა, რომ ომის დასრულება შეუძლებელია უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში წევრობის გარეშე”, – აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ.