ზურაბ ქადაგიძე: სულით მახინჯი, ბოროტი, ღვარძლიანი, არაადამიანი, ყველა სიბინძურეზე წამსვლელი – აი, ეს არის კრებსითი რადიკალი ოპოზიციონერის სახე

“სულით მახინჯი, ბოროტი, ღვარძლიანი, არაადამიანი, ყველა სიბინძურეზე წამსვლელი – აი ეს არის კრებსითი რადიკალი ოპოზიციონერის სახე”, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციონერი აქტივისტის, ეკა ელოშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს. კერძოდ, ელოშვილმა დაწერა: „თუ როდის და როგორ დავაგორებ რატი იონათამიშვილს ვარაზის ხევზე, ამის შესახებ გეგმას გეტყვით ხვალ. ან შაბათს. არა, იმის იქეთ ხუთშაბათს.”

ქადაგიძის თქმით, ყველა ოპოზიციონერი აქტივისტი ერთ თარგზეა მოჭრილი და თითოეული დაუფიქრებლად გამოკრავს სასხლეტს ხელს, ოდესმე ძალაუფლება თუ ჩაიგდო ხელში.

„სულით მახინჯი, ბოროტი, ღვარძლიანი, არაადამიანი, ყველა სიბინძურეზე წამსვლელი – აი ეს არის კრებსითი რადიკალი ოპოზიციონერის სახე. სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ერთ თარგზე მოჭრილი ნაძირალაა, ყველა უსამშობლო მანქურთია. თითოეული მათგანი გამოკრავს ხელს სასხლეტს დაუფიქრებლად და გაგვიხვრიტავს შუბლს, ოდესმე ძალაუფლებასთან რომ მივუშვათ. ვინმე ფიქრობს რომ რამე ბრძოლა დასრულდა? არა, არათუ დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება. საზოგადოება უნდა გაიწმინდოს მსგავსი ქილერებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს თუ გადავრჩით, ხვალ ვეღარ გადავრჩებით!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე იხილეთ