ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ბრძოლის წაგებას გლოვობს და თავის გამართლებას ცდილობს

“ოპოზიცია ბრძოლის წაგებას გლოვობს და ხალხს ისევ ატყუებს, რომ საქართველოში არის სიტუაცია, რომელსაც შეიძლება რევოლუცია მოჰყვეს”, – ასე ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

„მე ვფიქრობ, რომ ახლა ოპოზიცია ამ თავისი, რომ იტყვიან, უსამართლო ბრძოლის წაგებას გლოვობს და თავის გამართლებას ცდილობს, ყველა ის სუბიექტი, ვინც ხალხს ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა ჯერ გაყალბებული არჩევნებით და მერე ამ თითქოს და გაყალბებული არჩევნების ფონზე რევოლუციის მოწყობით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ