რადოსლავ სიკორსკი: პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დავარწმუნე მინისტრი, რომ პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ და შეუფერხებელ პროცესს. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

სიკორსკის განმარტებით, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ომის დამთავრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რაც, ჩვენი აზრით, ამ დროისთვის არ მოხდება, თუ გადავხედავთ რუსეთის მზარდ სასტიკ თავდასხმებს, მათ შორის ახალი, სახიფათო იარაღის გამოყენებით, ნებისმიერი მომზადებული გამოსავალი უნდა იყოს დადასტურებული ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიერ. ამაში მათ პოლონეთი მხარს დაუჭერს. უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას მოახდენს პოლონეთის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სიკორსკიმ.

ამასთან, რადოსლავ სიკორსკიმ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ანდრეი სიბიგამ ვარშავაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი გაზრდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელია.

ასევე იხილეთ