გივი მიქანაძე: ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა პარლამენტში, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ სიცრუის ტირაჟირების მორიგ კამპანიას ჰქონდა ადგილი
“ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ, დიდი ალბათობით, ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა პარლამენტში. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ სიცრუის ტირაჟირების მორიგ კამპანიას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
“ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ, დიდი ალბათობით, ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა პარლამენტში. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ სიცრუის ტირაჟირების მორიგ კამპანიას ჰქონდა ადგილი, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ უარს იტყოდნენ მანდატებზე.
ყველა შემთხვევაში, ოპოზიციამ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ეს მისთვის დამაზიანებელი იქნება. საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს და დარწმუნდება, რომ ის არის ან უპასუხისმგებლო, ან უთავმოყვარეო და უღირსი ადამიანებისგან დაკომპლექტებული”, – აღნიშნა მიქანაძემ.