დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული და პატრიოტი ადამიანი.
„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.