ჩრდილოეთ სასაზღვრო ქალაქის მერი: „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტა ისრაელისთვის ცუდი შეთანხმებაა

„ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის სახელმწიფოსთვის ცუდი შეთანხმებაა, რადგან ის არ პასუხობს ჩრდილოეთის მცხოვრებლების წინაშე არსებულ საფრთხეს”, – ამის შესახებ The Times of Israel-ის ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ მეთულას მერმა დევიდ აზულეიმ განუცხადა.

„სამწუხაროა, რომ ეს არის ყველაზე მემარჯვენე მთავრობის გადაწყვეტილებაა, ვინც კი ისრაელს ოდესმე ჰყოლია. შეთანხმება არ უზრუნველყოფს ჩრდილოეთის მცხოვრებლების უსაფრთხოებას და არ მისცემს მათ საშუალებას,  საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – ამბობს აზულეი წერილობით განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეს შევიდა ძალაში, რითაც მხარეებს შორის თითქმის 14-თვიანი ბრძოლა დასრულდა. შეთანხმების პირობების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალებს აქვს 60 დღე, რომ საკუთარი ჯარები სამხრეთ ლიბანიდან გაიყვანოს, სადაც ლიბანური არმია ეტაპობრივად აიღებს პასუხისმგებლობას.

ასევე იხილეთ