ლევან მახაშვილი: მიხეილ ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ინტერესებით იმოქმედებს

“პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის არჩევა ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესია, რომელიც სამართლებრივი პროცედურებით რეგულირდება, საერთაშორისო მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატის მიღება-არმიღებაზე არანაირი კითხვა არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევა 14 დეკემბერს მოხდება და მის ლეგიტიმურობაზე კითხვა სრული მანიპულაცია იქნება.

„პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის არჩევა ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესია, რომელიც სამართლებრივი პროცედურებით რეგულირდება. საერთაშორისო მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატის მიღება-არმიღებაზე, რა თქმა უნდა, არანაირი კითხვა არ არის. პრეზიდენტს 14 დეკემბერს ავირჩევთ და მის ლეგიტიმურობაზე კითხვა სრული მანიპულაცია იქნება. სასურველი იქნება თუ არა? მსოფლიოში 180-ზე მეტი სახელმწიფოა და შეიძლება ვიღაც მოგწონდეს ან არა. ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, საერთაშორისო ურთიერთობები ვიღაცის სურვილზე არ არის დამოკიდებული, საერთაშორისო ურთიერთობები საბავშვო ბაღი არ არის, ეს არის დიდი პოლიტიკა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ