ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ასევე ჩვენი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობა

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს და ასევე ჩვენი გუნდის ლიდერს, პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს. სწორედ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ მანდატი იმისა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებაზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე, წინსვლაზე. მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც მან ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას მიანიჭა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ