ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ფარატინა ქაღალდი, შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით

„ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ფარატინა ქაღალდი, შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს.

„რაც არ უნდა ჩაიწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ არის არც საინტერესო, ამას აქვს ჩვენთვის ჩალის ფასი, ისევე როგორც ჩალის ფასი ჰქონდა წინა 4 რეზოლუციას. ეს არის ფარატინა ქაღალდი, შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ