ირაკლი კირცხალია: ოპოზიციაში რაც არ უნდა ე.წ. უწოდონ პარლამენტს, აქ მოსვლა ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უკან დასახევი გზის დატოვებას ცდილობენ

x

“ოპოზიციაში რაც არ უნდა წერონ ე.წ. პარლამენტში მოსვლა ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს, ბინძური პოპულიზმით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით არიან დაკავებული, ცდილობენ უკან დასახევი გზა დაიტოვონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას პარლამენტში შემოსვლა უნდა, ზუსტად იგივე სცენარს ამღერებენ, რაც 2020 წელს იყო.

„ოპოზიციას პარლამენტში შემოსვლა უნდა. ზუსტად იგივე სცენარს ამღერებენ, რაც 2020 წელს იყო. განცხადებას ვის სახელზე წერენ? რას ჰქვია ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე? რას ჰქვია თვითაღიარებული? მათი განცხადების შინაარსი გათვლილია იმაზე, რომ ამას სამართლებრივი გაგრძელება არ მოჰყვეს. ყველანაირ ხრიკს მიმართავენ, რომ მათ განცხადებებს პრობლემა შეექმნას. რაც არ უნდა ე.წ. წერონ, პარლამენტში მოსვლა სწორედ ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს. დაკავებული არიან ბინძური პოპულიზმით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით. ცდილობენ, რომ უკან დასახევი გზა დაიტოვონ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

„ძლიერი საქართველოს“ წევრებმა საქართველოს პარლამენტს მანდატების მოხსნასთან დაკავშირებით მიმართეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ძლიერი საქართველოს“ წევრები მიმართავენ „თვითმარქვია პარლამენტს, რომ მოხდეს თვითმარქვია პარლამენტის წევრთა სიიდან“ მათი გვარების

ასევე იხილეთ