ლუკა ეხვაია: საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობს სუვერენისტული რიტორიკის პრაქტიკაში დანერგვის დასაწყისს, მეორე ნაწილი კი გლოვობს, მათ ხელიდან პოლიტიკური შანტაჟისა და შიდა დესტაბილიზაციის დათესვის მთავარი ინსტრუმენტი, “კანდიდატის სტატუსის” თემა გამოსტაცეს

პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია, „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ევროპელი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შანტაჟის და შეურაცხყოფის ფონზე, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

ეხვაიას განცხადებით, საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობს ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვების და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბების დასაწყისს, მეორე ნაწილი კი გლოვობს, რადგან პოლიტიკური შანტაჟის და დესტაბილიზაციის მთავარი ინსტრუმენტი გამოსტაცეს. ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ დასავლეთის უპირობო მომსახურება სარფიანი აღარ იქნება.

„საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობს იმას, რასაც დიდი ხანი ელოდა, სუვერენისტული რიტორიკის პრაქტიკაში დანერგვისა და გადმოტანის დასაწყისს, რაც ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად დაფიქსირების გზაზე ისტორიული ნაბიჯია.

მეორე ნაწილი კი გლოვობს, მათ ხელიდან პოლიტიკური შანტაჟისა და შიდა დესტაბილიზაციის დათესვის მთავარი ინსტრუმენტი, „კანდიდატის სტატუსის” თემა გამოსტაცეს და რაც მათთვის კიდევ უფრო ტრაგიკულია – ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის უპირობო მსახურება სარფიანი საქმიანობა აღარ იქნება”, – წერს ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ