ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე: დიახ, ჩვენ შეიძლება დღეს ვიყოთ ღარიბნი ფინანსურად, მაგრამ იმდენად მდიდარი ვართ ჩვენი კულტურით, წარსულით, ისტორიით, რომ სწორედ ამ სიმდიდრის გამო შეგვიძლია ნებისმიერთან ვიყოთ თანასწორნი და ზოგ შემთხვევაში ბევრად მდიდარიც..

„დიახ, ჩვენ შეიძლება დღეს ვიყოთ ღარიბნი ფინანსურად, მაგრამ იმდენად მდიდარი ვართ ჩვენი კულტურით, წარსულით, ისტორიით, რომ სწორედ ამ სიმდიდრის გამო შეგვიძლია ნებისმიერთან ვიყოთ თანასწორნი და ზოგ შემთხვევაში ბევრად მდიდარიც.. სწორედ ჩვენი ,,სიმდიდრე” გვაძლევს იმ ნაბიჯების გადადგმის ძალას, რომელიც დღეს პრემიერმა გადადგა: არ გვინდა არავის ფული, თუ ამ ფულის სანაცვლოდ საქართველო იჩაგრება!!! – წერტილი!” – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ევროპელი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შანტაჟის და შეურაცხყოფის ფონზე, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი!!!

ჩვენ თუ გვჭირდება ევროპა, მათაც არანაკლებად სჭირდებათ საქართველო…

დიახ, ჩვენ შევალთ ევროკავშირში ოღონდ განა ისე, როგორც უნდათ მავანს – ცალფეხზე მხტოვანნი? არა – ამაყად და თავაწეულნი..

მადლობა პრემიერო, რომ მე პირადად პირველად მაგრძნობინეთ, რომ ვართ თანასწორნი ყველა იმ ევროპელთან რომელთა ოჯახის წევრიც გავხდებით!!!

საქართველოს ისტორიაში პირველად შეგვიძლია ვითხოვოთ და არა – ვიმათხოვროთ!!!

დიახ, ჩვენ შეიძლება დღეს ვიყოთ ღარიბნი ფინანსურად, მაგრამ იმდენად მდიდარი ვართ ჩვენი კულტურით, წარსულით, ისტორიით, რომ სწორედ ამ სიმდიდრის გამო შეგვიძლია ნებისმიერთან ვიყოთ თანასწორნი და ზოგ შემთხვევაში ბევრად მდიდარიც.. სწორედ ჩვენი ,,სიმდიდრე” გვაძლევს იმ ნაბიჯების გადადგმის ძალას, რომელიც დღეს პრემიერმა გადადგა : არ გვინდა არავის ფული, თუ ამ ფულის სანაცვლოდ საქართველო იჩაგრება!!! – წერტილი!“ – წერს ირაკლი ლატარია.

ასევე იხილეთ