რატი იონათამიშვილი „ლელოზე“: ამ პარტიის წევრები ცოტა ხნის წინ თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და გაიძახოდნენ, რომ ისინი საქართველოს პარლამენტის წევრები არიან – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ
„ამ პარტიის წევრები ცოტა ხნის წინ თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და გაიძახოდნენ, რომ ისინი საქართველოს პარლამენტის წევრები არიან და სოციალურ ქსელში საკუთარ სტატუსებს ანახლებდნენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები”, – განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარტია „ლელოზე“ საუბრისას.
„ახლა გავიგეთ, რომ სიორიძის ცესკოში გახანგრძლივებას უჭერენ მხარს. საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, რა მიზნები ამოძრავებთ, თორემ მათ, სახელი, ჩვენმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია დაარქვა და ეს მათთვის სახარბიელო სახელი ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნის თაობაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება დააკმაყოფილა.