ვატო შაქარიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე: მართალი, დროული და ღირსეული გადაწყვეტილება!
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმიანება და მას მართალს, დროულს და ღირსეულს უწოდებს.
„მართალი, დროული და ღირსეული გადაწყვეტილება!
ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან.
ყველანი ნათლად ვხედავთ რა მდგომარეობაშია უკრაინა, რომელიც წლების წინ მიზანმიმართულად აქციეს ამავე თემის პოლიტიკურ მძევლად.
ქართული ოცნების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მოხდება ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების სრული განიარაღება.
აზრს დაკარგავს, მოლაპარაკების გახსნის საკითხით თუ ფინანსური დახმარებებით საქართველოს შანტაჟი.
პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ღირებულებით კრიზისში მყოფი ევროკავშირი, იმედია მოძებნის გადარჩენის რესურსს და 2028 წლისთვის გაჯანსაღებულ ინსტიტუტებთან მოგვიწევს ურთიერთობა – ორმაგი სტანდარტის, პოლიტიკური ფარისევლობის და კოლონიალისტური დამოკიდებულების გარეშე.
ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ სვლას ზურგს უმაგრებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიღებული მოსახლეობის მყარი უმრავლესობის მხარდაჭერა“, – წერს შაქარიშვილი.