კასპის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „არა ფემიციდს“ შეხვედრა გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტში გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „არა ფემიციდს“ შეხვედრა გამართეს.
კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.
შეხვედრაზე საუბარი იყო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე, ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებით ღონისძიებებსა და სხვა საკითხებზე.
პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა მძიმე დანაშაულის თავიდან ასაცილებლად რეაგირება დროულად და ეფექტიანად მოახდინონ.