მამუკა მდინარაძე: ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო, თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა! და ვერავინ გადაუხვევს ამ გზიდან!

„ეს პოსტი იმ ადამიანებს ეხება, ვინც ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს ვერ უძლებს: ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო (მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი), თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! თუ გნებავთ, ამ პოსტს მოვაყოლებ რამდენიმესიტყვიან ახალ პოსტს და კომპლექსებიც მოიხსნება ავტომატურად! ჩვენ მანდ ვართ, მაგ პოზიციაზე და ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, ეგ მოიკითხეთ კარგად”, – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მანვე მოუწოდა საზოგადოებას საკუთარ თავს კითხონ რა ხდება სინამდვილეში, ვინ და რა სისუსტით მოახერხა მათი დაბულინგება.

„ეს პოსტი იმ ადამიანებს ეხება, ვინც ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს ვერ უძლებს: ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო (მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი ), თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! თუ გნებავთ, ამ პოსტს მოვაყოლებ რამდენიმესიტყვიან ახალ პოსტს და კომპლექსებიც მოიხსნება ავტომატურად! ჩვენ მანდ ვართ, მაგ პოზიციაზე და ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, ეგ მოიკითხეთ კარგად გუშინდელი განცხადებაც კარგად წაიკითხეთ და თუ სადმე მოლაპარაკებაზე უარს ნახავთ, მერე თუ გინდათ აქციასაც შეუერთდით, ოღონდ თუ ვერ ნახავთ, საკუთარ თავს კითხეთ, რა ხდება სინამდვილეში, ვინ და თქვენი რა სისუსტით მოახერხა თქვენი დაბულინგება?!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ზემოთ ხსენებულ პოსტს მდინარაძემ რამდენი წუთში მეორე პოსტიც მიაყოლა, სადაც დაწერა, რომ „საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა! და ვერავინ გადაუხვევს ამ გზიდან!..“.

ასევე იხილეთ