აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის კედელზე ელექტროგაყვანილობას ცეცხლი წაუკიდეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობის კედელზე ელექტროგაყვანილობას ცეცხლი წაუკიდეს.

ამასთან, აქციის მონაწილეები პარლამენტთან აღმართულ რკინის ჯებირებს მუშტებსა და სხვადასხვა საგანს ურტყამენ.

 

ასევე იხილეთ