გიორგი ვოლსკი: რატომ არის არასამთავრობო ორგანიზაციის მთელი გუნდი ომის თემაზე ორიენტირებული?!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გადაცემაში „იმედი LIVE“ აცხადებს, რომ ევროჩინოვნიკების მიზანია საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

„ფაქტია, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამისკენ (საქართველოს ომში ჩართვისკენ) იღვწიან, აბა რათ უნდათ სხვა მთავრობა?! ხალხს არ უნდა ხაბეიშვილი, გვარამია და სალომე ზურაბიშვილი იხილოს ამ ქვეყნის ხელმძღვანელად. თუ ევროკავშირი ერთი მხრივ ამბობს, რომ არაფერი ჩვენთან ცუდი არ უნდა და არაფერ შეცვლაზეა ლაპარაკი, მაშინ რა ხდება, რატომ არის არასამთავრობო ორგანიზაციის მთელი გუნდი, მათ შორის ომის თემაზე ორიენტირებული?!

არის კიდევ ერთი საკითხი, უნდა თუ არა ევროკავშირს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იმ პირობებში, როდესაც მისი მოთხოვნები, მნიშვნელოვანწილად აგებულია ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება უმცირესობების ( ლაპარაკია ლგბტ-ზე) დაცვას. “, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ