გიორგი გამსახურდია აქციის მონაწილეებს: პოლიციელზე ხელის აწევის შემთხვევაში, შსს-ს აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება, კანონის მთელი სიმკაცრით იმოქმედოს

გიორგი გამსახურდია პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„პოლიციელზე ხელის აწევის შემთხვევაში, შსს-ს აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება, კანონის მთელი სიმკაცრით იმოქმედოს და არსებული მანდატის ფარგლებში, დაამყაროს წესრიგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გახსოვდეთ და ცეცხლს ნუ ეთამაშებით, მაიდანი არ გაგივათ!“, – წერს გიორგი გამსახურდია.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია საავტომობილო გზა.

ასევე იხილეთ