ლალი აფციაური: ვერავინ დამაჯერებს, რომ ვინც ის პერიოდი გამოიარა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას
„ვერავინ დამაჯერებს, რომ ვინც ის პერიოდი გამოიარა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას?! ეს არის წარმოუდგენელი”, – განაცხადა უფლებადამცველმა ლალი აფციაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„დანარჩენები ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტებია, საიდან მოვიდნენ აბა? იქ (აქციაზე) უცხო სახე ვინ არის?! შემძვრალნი არიან ბუჩქებში და გამოხტებიან, თითქოს აქციის ორგანიზატორები არ არიან“, – აღნიშნა ლალი აფციაურმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.