ნანა კაკაბაძე: აგრესიული ადამიანები, ვითომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ანადგურებენ ქონებებს, რომელიც არის სახელმწიფოს, ანუ ხალხის კუთვნილება
“აგრესიული ადამიანები, ვითომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ანადგურებენ ქონებებს, რომელიც არის სახელმწიფოს, ანუ ხალხის კუთვნილება. ჩვენი, უმრავლესობის კუთვნილებას ანადგურებენ ეს უმცირესობები და ამას აკეთებენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და ღირებულებების სახელით”, – ასე აფასებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე „დღის ქრონიკაში“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
„45 წელია ვარ ქუჩაში და ქუჩიდან ვებრძოდი საქართველოში ყოველგვარ რეჟიმს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი აგრესიული ჯგუფების მცირერიცხოვანი საზოგადოების მხრიდან უმრავლესობის უფლებების შელახვა. პირველად ვნახე, რომ ადამიანის უფლებების გამოყენება, მცირე აგრესიულ ჯგუფებს შეუძლიათ საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ. ასევე პირველად ვხედავ, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება გადაზარდონ აგრესიულმა ჯგუფებმა ქვეყნის დესტაბილიზაციის და ჩამოშლის მექანიზმად“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.