ვატო შაქარიშვილი: ჩვენ თვალწინ არის სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა, რომელიც დაგეგმილია ქვეყნის გარეთ

x

„თვალს ვადევნებთ ცეცხლმოკიდებული პარლამენტით სვლას ევროპისკენ, ხომ? ეს, რა თქმა უნდა, არის დიდი აბსურდი. ჩვენ თვალწინ არის სახელმწიფო გადატრიალება, მორიგი მცდელობა, რომელიც დაგეგმილია ქვეყნის გარეთ და ამის აღსრულება დავალებული აქვს, აღსრულებას ცდილობს ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელი”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, უკანასკნელ არჩევნებში მორიგ ჯერზე სასტიკად დამარცხებული, საბოლოოდ მარგინალიზებული ოპოზიცია, ვხედავთ, რომ ჩაანაცვლეს პირდაპირ ელჩებად წოდებულმა დამნაშავეებმა.

„ძნელია, მათ დიპლომატები ვუწოდოთ. მაგალითად, პაველ ჰერჩინსკი, რომელსაც პირდაპირ მივმართავ თქვენი ეთერით, რომ მას ქართველი ხალხის სისხლში აქვს ხელები. თითოეული დაშავებული მოქალაქე, თითოეული დაშავებული პოლიციელი, თითოეული დაშავებული ჟურნალისტი არის მის კისერზე. მისნაირი პოლიტიკური ფარისევლების, მისნაირი დამნაშავეების კისერზეა ის მასობრივი არეულობები, რასაც ჩვენ თბილისის ქუჩებში უკვე მესამე დღეა თვალს ვადევნებთ და სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, მას აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომელიც სულ ერთი თვის წინ მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მიანიჭა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დაამყაროს წესრიგი და არ დაუშვას საქართველოს უკრაინიზაცია. ასეთი კადრებით, ასეთი ცეცხლით მივიდა უკრაინა იმ შედეგამდე, რა შედეგსაც დღეს თვალს ვადევნებთ“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

ასევე იხილეთ