top_leaderboard

სამართალდამცველები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე არიან განლაგებული

სამართალდამცველები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე არიან განლაგებული, აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფები იმყოფებიან და ამ დროისთვის ექსცესები არ ხდება.

რადიკალურად განწყობილი და აგრესიული ჯგუფები კი პარლამენტის ფასადთან იმყოფებიან. ისინი სხვადასხვა საგანს, ქვებსა და პიროტექნიკას ისვრიან პარლამენტის შენობის მიმართულებით.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, მოუწოდა აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შს სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს.

ასევე იხილეთ