თამთა მეგრელიშვილი: აგენტ ოპოზიციას არ სურს 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის გაცხადება და ამიტომ მათთვის ოდესღაც საფიცარი ეუთო/ ოდირი, დღეს კეთროვანი გახდა

„ქართული ოცნების” ამომრჩევლის არჩევანი პოლიტიკური ვერდიქტია ყველა სხვა პოლიტიკური ძალისათვის, ასევე ეუთო/ოდირისათვის. ამიტომ აგენტი ოპოზიციის მცდელობას რაიმე ფორმით, თუნდაც საპროტესტო მუხტით გადაიფაროს ეს პოლიტიკური მოცემულობა, აზრი არ აქვს,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ხაზს უსვამს იმას, რომ ასევე ეუთო/ოდირისათვის დასკვნის ეჭვქვეშ დაყენება საფუძველსაა მოკლებული.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა რადიკალებისა და მათი დამქაშებისგან მომდინარეობს.

„აგენტების კლანი, სახელად ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური მედია, ცდილობს დღის წესრიგიდან წაშალოს ეუთო/ოდირის შეფასება, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასება, სადაც ქართულ სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნები არის აღიარებული და ლეგიტიმირებული. რატომ?! ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – აგენტ ოპოზიციას არ სურს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის საჯაროდ გაცხადება თან ასეთი მაღალი რანგიდან და ამიტომ მათთვის ოდესღაც პოლიტიკურად საფიცარი ეუთო/ოდირი, რა თქმა უნდა, დღეს კეთროვანი გახდა. „ქართული ოცნების” 1 120 053 ამომრჩევლის არჩევანი პოლიტიკური ვერდიქტია ყველა სხვა პოლიტიკური ძალისათვის, ასევე ეუთო/ოდირისათვის ამიტომ აგენტი ოპოზიციის მცდელობას რაიმე ფორმით, თუნდაც საპროტესტო მუხტით გადაიფაროს ეს პოლიტიკური მოცემულობა აზრი არ აქვს, რადგან თამაშამდე წაგებული თამაშია,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ