თამთა მეგრელიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! – მაშინ რა შეჩერდა? არც არაფერი!

„სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! 30 წლის მანძილზე მხოლოდ 6 მილიარდი საიდანაც თანხის 90%-ით საკუთარი NGO-ები კვებეს და აგენტურა გამოზარდეს, მათ შორის ისინი, ვინც ახლა ქუჩაში რევოლუციას აწყობს“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მხოლოდ პოლიტიკური შინაარსისთვის დასჭირდა ამერიკას დოკუმენტი სიტყვებით – „საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაჩერებთ“ და საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის.

„სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია:

სავაჭრო ურთიერთობები – არა!

უვიზო რეჟიმი- არა!

პირდაპირი ფრენები – არა!

30 წლის მანძილზე მხოლოდ 6 მილიარდი, საიდანაც თანხის 90%-ით საკუთარი NGO-ები კვებეს და აგენტურა გამოზარდეს, მათ შორის ისინი, ვინც ახლა ქუჩაში რევოლუციას აწყობს.

ამ შინაარსის არ არის და არც შეიძლება იყოს სტრატეგიული პარტნიორობა!

მაშინ რა შეჩერდა? არც არაფერი!

მხოლოდ პოლიტიკური შინაარსისთვის დასჭირდა ამერიკას დოკუმენტი სიტყვებით – „საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაჩერებთ“.

საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის და ისინი კარნახის გარეშეც ხვდებიან, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და მარტივად აღქმადია ჩინეთის მაგალითზე. მათ როგორც კი სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი მოეწერა, მყისვე გახსნეს ფრენები და მოხსნეს სავიზო შეზღუდვები. ეს არის ის, რასაც ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჰქვია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

ასევე იხილეთ