top_leaderboard

თორნიკე მოლაშვილი: ოპოზიციის ნიშა დაკავებული აქვს ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტურას

„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ოპოზიცია, როგორც ასეთი, საქართველოს მთავრობას არ ჰყავს. ოპოზიციის ნიშა დაკავებული აქვს ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტურას”, – განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, არსებობენ ადამიანები, რომელთაც უნდათ, რომ იყვნენ ოპოზიცია, თუმცა არსებულ ოპოზიციასთან გაიგივება მათ არ სურთ.

„არ უნდათ, იგივე ოპოზიცია ეწოდოს იმ ხალხს, ვინც საქართველოს ჩვეულებრივი მტერი, მოღალატეა, აგენტურაა ჩვეულებრივი“, – დასძინა მოლაშვილმა.

მისი აზრით, ქუჩაში გამოსულებს სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი.

„ის, რაც ხდება დღესდღეობით თბილისში, გეგმაა ასეთი. არავითარი სპონტანურობა ეს არ არის. გეგმაა, ყოველდღიურად უფრო და უფრო დაიძაბება. მიუხედავად იმისა, რომ დაიძაბება – მე ამით არ მინდა, ხალხი შევაშინო, დღეს მთავრობა ჰყავს საქართველოს ისეთი, რომელიც ჯერ არ ჰყოლია. ასეთი ძლიერი საქართველო, დღეს რაც არის, ასეთი მთავრობა არ ჰყოლია. მე ვიცი, რა არის უშიშროება, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო – ერთი მთლიანი ორგანიზმია ეს სახელმწიფოსი.

როდესაც ბატონი ბიძინა მოვიდა ხელისუფლებაში, რამდენი პარტია ედგა გვერდით და წარმოიდგინეთ, დღეს ვინ უდგას – დაიცხრილა“, – განაცხადა მოლაშვილმა.

ასევე იხილეთ