საგარეოს თანამშრომელი თამარ ჩხაიძე: მთელი ცხოვრება საკუთარი მორალური ღირებულელებით მოვდივარ, ვემსახურები საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს – ვერასოდეს და არასოდეს დავუჭერს მხარს სახელმწიფოს გადატრიალების რაიმეგვარ მცდელობას!

“მთელი ცხოვრება საკუთარი მორალური ღირებულელებით და საკუთარი აზროვნებით მოვდივარ. არ მოიძებნება ერთი ადამიანიც, ვინც ამიკრძალავს ან დამაძალებს რამის გაკეთებას. მე ვემსახურები საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თამარ ჩხაიძე წერს, რომელიც არ შეუერთდა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის ერთობლივ განცხადებას და ამის გამო, მისი თქმით, ზოგიერთი ახლობელისგან ირონიული გზავნილები მიიღო.

მისი განცხადებით, ემსახურება საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს, ამიტომაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას იზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრო არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესების სადარაჯოზე და საქართველოს უარი არ უთქვამს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ჩხაიძის თქმით, ის ვერასდროს იქნება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მხარდამჭერი.

“იძულებული ვარ ე.წ. თმენის ვალდებულება გვერდით გადავდო და შევახსენო ზოგიერთს, ვისაც ამის შეხსენება დასჭირდა, რომ შეურაცხყოფას დედამიწის ზურგზე არავის ვპატიობ.

დღეს დილით ტელეფონში ახლობელი ადამიანის მესიჯი დამხვდა ირონიული ტექსტით “მეამაყები! აბა რა!”. ეს ირონია უკავშირდება იმ ფაქტს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილის ერთობლივ განცხადებას არ ვუერთდები. ამ მესიჯის ავტორისმაგვარების საყურადღებოდ- აი მისიიდან რომ დავბრუნდები და თბილისში სადმე შევხვდებით ეგეთ ტექსტებს პირისპირ როგორ მეტყვით მაგას დავინახავ თქვე მართლა უტ#აკოებო.

მთელი ცხოვრება საკუთარი მორალური ღირებულელებით და საკუთარი აზროვნებით მოვდივარ. არ მოიძებნება ერთი ადამიანიც, ვინც ამიკრძალავს ან დამაძალებს რამის გაკეთებას.
მე ვემსახურები საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომაც ვიზიარებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia ოფიციალურ განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ სამინისტრო არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესების სადარაჯოზე და ქვეყანას უარი არ უთქვავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

აქვე, პატივს ვცემ ჩემი კოლეგების არჩევანს ერთობლივი განცხადებისთვის მოეწერათ ხელი. ამ ადამიანების დიდ ნაწილთან ერთად მიმუშავია, ზოგიერთი ჩემი უახლოესი მეგობარია, ნუ ზოგიერთზე კი მეცინება ისეთი კარიკატურაა.

ვგმობ იმ კონკრეულ შემთხვევებს როდესაც სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებზე სასტიკად იძალადეს და ანალოგიურად, ვგმობ აქციის მონაწილეების მხრიდან სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის პიროტექნიკის მეშვეობით ცეცხლის გახსნას.

და რაც ყველაზე მთავარია, ვერასოდეს და არასოდეს დავუჭერს მხარს სახელმწიფოს გადატრიალების რაიმეგვარ მცდელობას!

პ.ს. საელჩოში ყველაზე დაბალი თანამდებობა მიკავია და ეს ის “სკამი” არ არის რომელსაც მედროვე კაცი, პირადი კეთილდღეობისთვის კბილებით ჩაებღაუჭებოდა”, – წერს თამარ ჩხაიძე.

ასევე იხილეთ