მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს მხარე მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან

x

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელისგან მიღებულ წერილს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის მორიგი დასტური და აღიარება იმისა, რომ სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კონკურენტულად აფასებს და ამავე არჩევნების შედეგებით არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„წერილი, რომელიც ეუთოს მისიის ხელმძღვანელისგან მივიღეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ცალსახად ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ცალსახად სახავს მომავალი თანამშრომლობის გეგმებს საქართველოს ხელისუფლებასთან. შესაბამისად, ეს არის ერთგვარად აღიარება იმის, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. რა თქმა უნდა, ეუთოს მხარე მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც საუბარია მომავალი საქმიანობისა და თანამშრომლობის შესახებ.

ასევე იხილეთ