გურამ მაჭარაშვილი: უცხოელი პარტნიორები არ იმჩნევენ იმას, რომ აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები პირდაპირ რევოლუციური სცენარს ამზადებენ

“უცხოელი პარტნიორები, რომლებიც დღეს ჩუმად არიან და არ იმჩნევენ იმას, რომ აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები პირდაპირ რევოლუციური სცენარს ამზადებენ, მეორე მხრივ, 1 200 000 ადამიანს პირდაპირ ეუბნებიან, რომ არიან რამდენიმე ასეული აგრესიულად განწყობილი ადამიანის, მათ მიერ დატრენინგებული ადამიანების გვერდით”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში ადმინისტრაციაც შეიცვლება, ევროკავშირიც საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება, როგორც ამერიკასთან, ისე ევროკავშირთან.

„მსოფლიოში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები და არის ამ შემთხვევაში საქართველოშიც, მაგრამ რამდენიმე კვირა არის დარჩენილი, ვიდრე მათ შორის შეერთებული შტატების საზოგადოების გადაწყვეტილება შევა ძალაში, რომ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ულტრალიბერალური ადმინისტრაცია დაასრულებს თავის ფუნქციას. მანამდე, როგორც ჩანს, არამხოლოდ საქართველოში იქნებიან ისინი, რომ თავიანთ წარმომადგენლებს კუდს აქნევინებენ, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება იმავე ამერიკაში, მათ შორის, როდესაც პრეზიდენტმა თავის შვილს ინდულგენცია მიანიჭა. ეს ამერიკის საქმეა, მაგრამ მე ვამბობ, რა სახე აქვს დღევანდელ ადმინისტრაციას, რომელსაც საზოგადოებამ უარი უთხრა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირიც შეიცვლება და ჩვენი საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება, როგორც ამერიკასთან, ისე ევროკავშირთან.

ეს პარტნიორები, რომლებიც დღეს ჩუმად არიან და არ იმჩნევენ იმას, რომ აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები პირდაპირ რევოლუციური სცენარს ამზადებენ, მეორე მხრივ, პირდაპირ ამბობენ, 1 200 000 ადამიანს ეუბნებიან, რომ არიან რამდენიმე ასეული აგრესიულად განწყობილი ადამიანის, მათ მიერ დატრენინგებული ადამიანების გვერდით. გამოდის, რომ უცხოელი პარტნიორები დგანან ბარიკადებზე, მიხაილ როთის და კაცების გათხოვების მხარეს, დგანან ტრადიციების გაუქმების მხარეს. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენ მივყვებით ევროინტეგრაციას და 2028 წელს ვიქნებით მზად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ