თამთა მეგრელიშვილი: მოქალაქეებო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არავინ გართმევთ, როცა მშვიდად დგახართ და საპოლიციო ძალებს თავს არ ესხმით თქვენი მისამართით ძალას არავინ იყენებს და პირიქით მათი დაცვის მთავარი ობიექტი ხართ

„მოქალაქეებო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არავინ გართმევთ, როცა მშვიდად დგახართ და საპოლიციო ძალებს თავს არ ესხმით თქვენი მისამართით ძალას არავინ იყენებს და პირიქით მათი დაცვის მთავარი ობიექტი ხართ”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით მოქმედი მოქალაქეები დიდი ხანია გასცდნენ დადგენილ საზღვრებს და მათმა ქმედებამ დანაშაულის სახე მიიღო.

„სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს, თუმცა გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, შესაბამისად იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს.

შეზღუდვა კანონიერია როცა:

შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და შეზღუდვა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და ასევე არეულობის ან დანაშაულის პრევენციისთვის.

ეს კრიტერიუმები საყოველთაოდ იქნა მიღებული და აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ და ქართულ სახელმწიფოსთან ერთად კიდევ სხვა მრავალი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა იზიარებს მას.

ამ სამართლებრივი დანაწესების შინაარსის გათვალისწინებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით მოქმედი მოქალაქეები დიდი ხანია გასცდნენ დადგენილ საზღვრებს და მათმა ქმედებამ დანაშაულის სახე მიიღო.

ისინი თავს ესხმიან საპოლიციო ძალებს, აქციაზე გამოყენებულ იქნა მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა პირდაპირ საპოლიციო ძალებზე დამიზნებით და იარაღი რაც ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერშიც გარკვევით ჩანს. ასევე არის ჩანაწერები სადაც მოქალაქეები საუბრობენ მსხვერპლის საჭიროებაზე.

ყველა ეს ფაქტი არის უტყუარი მტკიცებულება იმისა რომ აქციის მონაწილენი წითელ ხაზებს გასცდნენ და უკანონობას ნიშნისმოგებით სჩადიან.

მინაწერი: მოქალაქეებო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არავინ გართმევთ, როცა მშვიდად დგახართ და საპოლიციო ძალებს თავს არ ესხმით თქვენი მისამართით ძალას არავინ იყენებს და პირიქით მათი დაცვის მთავარი ობიექტი ხართ.

სწორედ საპოლიციო ძალები იქცევიან იქ შეკრებილ “ევროპელებზე” მეტად ევროპულად! მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მადლობა მათ! – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ