სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ზურაბ ხონელიძის საგანგებო განცხადება!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ზურაბ ხონელიძის საგანგებო განცხადება!

„ვინაიდან უნივერსიტეტში სტუდენტებთან ჩემი შეხვედრის ვიდეო-ფრაგმენტები არასრული სახით გავრცელდა, საჭიროდ ვთვლი, განვაცხადო შემდეგი:

დღეს სახლში ჯდომის უფლება არ გაქვთ, გულგრილობა დანაშაულის ტოლფასია” – ახლაც გავმეორდები, თუმცა, მეტი სიცხადისთვის ასევე დავაზუსტებ – ევროპა საქართველოს არამხოლოდ არჩევანი, არამედ ბედისწერაა. გულგრილობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი, რომლებსაც, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს სახელმწიფოსთვის – მიუღებელია. უარს ვამბობ და ვემიჯნები არა აზრის გამოხატვის თავისუფლებას, არამედ არსებულ რიტორიკას, ყოველგვარ რადიკალიზაციას, მით უფრო – ქუჩაში და ძალადობას, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. მიმაჩნია, რომ პროცესები უნდა დავაბრუნოთ საუნივერსიტეტო სივრცეში, რისთვისაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროოპტიმიზმით გაჯერებული იდეა-პროექტი „საუნივერსიტეტო დიპლომატია” შექმნა.

ნუ დავივიწყებთ, რომ ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობა განათლებაზე გადის!”

ასევე იხილეთ