მაია ბითაძე აქციებზე: ჩვენ ვხედავთ “ნაცმაიდნის” მოწყობის მილევად პროცესს, ეს ოპოზიციის ბოლო გაფართხალებაა
“შეიძლება, ითქვას, რომ ეს მათი ბოლო გაფართხალებაა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვხედავთ “ნაცმაიდნის” მოწყობის მილევად პროცესს. რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებები კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვანახებს თუ რა იყო ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყანაში – ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ყველანაირი ძალადობრივი მექანიზმის ამოქმედება, რასაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ და ახლაც ახორციელებენ, იქნება ეს ტელევიზიებში შეჭრა თუ ადამიანების ბულინგი, თუ არასრულწლოვანების და ახალგაზრდების გამოყენება იმისთვის, რომ საკუთარ ბინძურ მიზნებს მიაღწიონ. შეიძლება, ითქვას, რომ ეს მათი ბოლო გაფართხალებაა”, – აღნიშნა ბითაძემ.