ჯანდაცვის სამინისტრო: 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 15 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 11 აქციის მონაწილეა, 3 – მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 – შსს-ს წარმომადგენელი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 – მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 – შსს-ს წარმომადგენელი.

მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე, სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ