ლევან მაჭავარიანი: ეუთოს წარმომადგენლის განცხადება დროულია და მხოლოდ ობიექტურობაზეა დაყრდნობილი
“ეუთოს წარმომადგენლის განცხადება დროულია და მხოლოდ ობიექტურობაზეა დაყრდნობილი. „ქართული ოცნების“ პირობებში პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებს არ უნდა სცდებოდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანი გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
“პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით, რომ როგორც კი შეკრება იწყება, ერთ-ორ საათში გადადის საშინელ პროცესებში, სპეციალურად გადაჰყავთ, აქტიურად მიმდინარეობს პროვოკაციები სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიმრთ, „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის სროლა პირდაპირ სახეში დამიზნებით, მძიმე მეტალების სროლა და ასე შემდეგ. ეუთოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა, საპროტესტო აქცია მშვიდობიან ფორმაში შეინარჩუნეთო. ეუთოს წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებაა, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ დიალოგი უნდა იყოს და ამის ყველაზე კარგი ფორმატი პარლამენტია”,– განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.