დავით ჩიხელიძე: მელია, გვარამია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი არა ოპოზიცია, არამედ მეამბოხე, რევოლუციონერები არიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქართულ საზოგადოებას

“გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არა ერთიანი ოპოზიციური ორგანიზაცია, არამედ ერთიანი ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს, რომლის ლიდერები და იდეოლოგები ქვეყნის მტრები და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ეხმიაება.

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციამ ბავშვებიც კი პოლიტიკაში ჩართო. შეაგულიანეს და შემდეგ მიატოვეს ახალგაზრდები, რომელთა მცირე ნაწილს სამწუხაროდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წლის გატარება მოუწევთ, ეს ყველაფერი ვითომ ოპოზიციურმა ძალებმა, რეალურად კი რევოლუციურმა სინდიკატმა მოახდინა.

“ბოლო დღეების განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ძალადობის არაერთი ფაქტი ნახა, რომლის შემოქმედი უმეტეს შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, დღეს გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არა ერთიანი ოპოზიციური ორგანიზაცია, არამედ ერთიანი ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს, რომლის ლიდერები და იდეოლოგები ქვეყნის მტრები და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან. მელია, გვარამია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი და ა.შ. არა ოპოზიცია არამედ მეამბოხე, რევოლუციონერები არიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქართულ საზოგადოებას, სწორედ მათ ბნელ თავებში არის მოხარშული ის ძალადობრივი ქმედებები რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, მათ ბავშვებიც კი პოლიტიკაში ჩართეს, უფრო მეტიც, მათი ინიციატივით ბავშვები დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ, ოპოზიციამ შეაგულიანეს და შემდეგ მიატოვეს ახალგაზრდები, რომელთა მცირე ნაწილს სამწუხაროდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წლის გატარება მოუწევთ, ეს ყველაფერი ვითომ ოპოზიციურმა ძალებმა, რეალურად კი რევოლუციურმა სინდიკატმა მოახდინა”,– წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ