ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით ალეკო ელისაშვილი დააკავეს

ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას ალეკო ელისაშვილი ხელით შეეხო, რის შედეგადაც იგი წაიქცა და გონება დაკარგა. მისი თქმით, იგი კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში შედიოდა, როდესაც მას ზურგიდან შეძახილები მოესმა – „ეს არის, ეს არაკაცი! ეს არის „ქართული ოცნების“ მონა! რუსის მონები!“.

ბაბაევის განმარტებით, მის ზურგს უკან იდგა ალეკო ელისაშვილი, რომელმაც მას ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შეაგინა და შემდეგ ხელით შეეხო, რის შედეგადაც იგი წაიქცა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ასევე იხილეთ