ლაბოშ ბლაჰა: უსამართლობაა თქვენ მიმართ, რომ ევროპას უნდა ჩაგითრიოთ ომში
„თქვენ არ ხართ არც რუსეთის და არც დასავლეთის მხარეს, თქვენ ხართ სუვერენული ერი, რომელსაც მშვიდობიანი ცხოვრება სურს – უსამართლობაა თქვენ მიმართ, რომ ევროპას უნდა ჩაგითრიოთ ომში”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ „იმედი Live“-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ესმის ქართველი ხალხის ნერვიულობის, რადგან ევროკავშირიდან წნეხი ძალიან მძიმეა.
„დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რუსეთსა და დასავლეთს შორის პოლიტიკა შეიცვლება. ამას შეიძლება სულ რამდენიმე თვე დასჭირდეს. დაიწყება დიალოგი, შემდეგ პოლიტიკური პოზიცია ევროკავშირის შეიცვლება, რადგან ომს რუსეთის წინააღმდეგ მარტო ვერ აწარმოებს. მათ უნდა დაიწყონ დიალოგი და შეცვლიან პოლიტიკას უკრაინის, საქართველოს და ყველას მიმართ. უნდა დაელოდოთ, საღი აზრი გაიმარჯვებს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაციონალურად შეგიძლიათ აუხსნათ, რომ თქვენ არ ხართ არც რუსეთის და არც დასავლეთის მხარეს, თქვენ ხართ სუვერენული ერი, რომელსაც მშვიდობიანი ცხოვრება სურს.
მე სრულიად მესმის თქვენი და ძალიან უსამართლობაა თქვენ მიმართ, რომ ევროპას უნდა ჩაგითრიოთ ომში. მე მესმის ხალხის ნერვიულობა საქართველოში, რადგან ევროკავშირიდან წნეხი ძალიან მძიმეა. მაგრამ ახლა თქვენთვის კარგი ნამდვილად არ არის ევროპული იმპერიის გზაზე სიარული. ეს არის სამხედრო გზა“, – აღნიშნა ბლაჰამ.