ლუბოშ ბლაჰა: ევროკავშირი გეუბნებათ, თუ გინდათ სუვერენიტეტი, ვერ გახდებით ევროკავშირის წევრიო
„ევროკავშირი გეუბნებათ, თუ გინდათ სუვერენიტეტი, ვერ გახდებით ევროკავშირის წევრიო – არ დაკარგოთ სახე და სუვერენიტეტი”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ „იმედი Live“-ის ეთერში.
მისივე თქმით, ნორმალურ ადამიანებს სლოვაკეთში, საქართველოში, დასავლეთში ომი არ სურთ, მაგრამ სამხედრო ელიტა ისეთი გაჟღენთილია რუსოფობული რელიგიით, რომ მათ ყველაფრის გაკეთება უნდათ, რომ გაანადგურონ ისინი.
„ყველას, ვისაც დღეს მშვიდობა სურს, ადანაშაულებენ პრორუსობაში. ჩვენ გვეძახიან პუტინის ჯაშუშებს და ა.შ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავიცვათ ჩვენი ოჯახები. არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები იბრძოდნენ ომში. ამ ომს ვერ მოიგებ იმიტომ, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და არავინ იცის, როდის გამოიყენებს ამ იარაღს და ყველა დაიღუპება. საღი აზრის მქონეს არავის სურს ეს ომი. ნორმალურ ადამიანებს არც სლოვაკეთში, არც საქართველოში, დასავლეთში ეს ომი არ სურთ, მაგრამ სამხედრო ელიტა ისეთი გაჟღენთილია რუსოფობული რელიგიით, რომ მათ ყველაფრის გაკეთება უნდათ, რომ გაანადგურონ ისინი. გთხოვთ, არ იყოთ გულუბრყვილოები ევროკავშირთან მიმართებაში. არავინ მიგიღებთ, შეხედეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ევროკავშირში არიან ისინი? არ არიან. ეს მიერთების გრძელი პროცესია, ბოლოს, შეიძლება, შეასრულოთ ყველა პირობა, მაგრამ საფრანგეთი, ნიდერლანდები ან ვინმე გეტყვით, არ გვინდა თქვენი წევრობა. ძალიან ძნელი იქნება ევროკავშირში გაწევრიანება, იპოვიან წინაპირობას, რომ უარი გითხრან გაწევრიანებაზე. წარმოიდგინეთ, თქვენ მიიღეთ აბსოლუტურად ჩვეულებრივი კანონები ოჯახის დაცვაზე, სამოქალაქო საზოგადოების დაცვაზე, უცხოეთიდან შემოსულ ფულზე და ისინი ამბობენ, სუვერენიტეტი თუ გინდათ, არასდროს იქნები ევროკავშირშიო. გინდათ ასეთ პოზიციაში ყოფნა? არა. არ დაკარგოთ სახე, სუვერენიტეტი. თქვენს მეგობრებს ევროკავშირში, როგორებიც ჩვენ ვართ, სლოვაკები, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში“,- განაცხადა ბლაჰამ.