მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს პლატფორმა ჩვენთვის არის ყოველთვის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ იყოს საუბარი
“ეუთოს პლატფორმა ჩვენთვის არის ყოველთვის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ იყოს საუბარი”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც დღეს მალტაში, ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
“საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან, მის ინსტიტუტებთან ურთიერთობა. თქვენ ნახეთ წერილი დელეგაციის ხელმძღვანელის, რომელიც გამოთქვამს ერთგვარად, მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოსთან, მის შესაბამის ინსტიტუტებთან იმისათვის, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც გაიცემა ეუთო/ოდირის მიერ, იყოს შესრულებული”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი დღეს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.