დავით მათიკაშვილი: კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ტყუილში, რომ თითქოს რაღაც სპონტანურად მოხდა და განხორციელდა საქართველოში

“კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ტყუილში, რომ თითქოს რაღაც სპონტანურად მოხდა და განხორციელდა საქართველოში”, – განაცხადა განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა შსს-ს მიერ გუშინ ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან სხვადასხვა მასალის ამოღების შეფასებისას.

“ცხადია, არის ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი დიდი ხანია, მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის და დღეს მცდელობა იმის, რომ ძალადობრივად ხელისუფლება შეიცვალოს, არის აშკარა, არის აშკარად გამოხატული ძალადობა და ამ ძალადობას, რა თქმა უნდა, როგორც სისხლის სამართლებრივად, ასევე ადმინისტრაციულ სამართლებრივად, ძალოვანი სტრუქტურები პასუხს გასცემენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია 7 პირი.

სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები.

ასევე იხილეთ