გურამ მაჭარაშვილი: ეს ხალხი არის ზუსტად მეხუთე კოლონა, რომელსაც აღმოუჩინეს თავიანთ ოფისებში პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და ის ნივთები, რომლითაც აზიანებდნენ პოლიციელებს და პარლამენტზე შტურმს ახორციელებდნენ

“ეს ხალხი არის ზუსტად მეხუთე კოლონა, რომელსაც აღმოუჩინეს თავიანთ ოფისებში პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და ის ნივთები, რომლითაც აზიანებდნენ პოლიციელებს და პარლამენტზე შტურმს ახორციელებდნენ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

“ეს ხალხი არის ზუსტად მეხუთე კოლონა, რომელსაც აღმოუჩინეს თავიანთ ოფისებში პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და ის ნივთები, რომლითაც აზიანებდნენ პოლიციელებს და პარლამენტზე შტურმს ახორციელებდნენ. ეს პროექტი – ე.წ. მაიდანიზაცია, ჩავარდნილია და რაც მთავარია, აღიარებითი ჩვენება აქვს ამ ლიდერების ე.წ. ოპოზიციის. უსაფრთხოების სამსახურს აქვს სისხლის სამართლის საქმე აღძრული ხელისუფლების ძალადობით დამხობის მუხლით, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოჰყვება ამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია 7 პირი.

სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები.

ასევე იხილეთ