დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებით აქციაზე სიმშვიდემ დაისადგურა
“დადასტურდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაციას, აქციაში მონაწილე რადიკალი ჯგუფები ახდენდნენ და არა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. მადლობა შსს-ს რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და ყველა იმ ადამიანის განეიტრალება (დაკავება) მოახდინა, რომლებიც პოლიციაზე შტურმის ორგანიზებას ახდენდნენ”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, პოლიციაზე ძალადობა არ იყო სპონტანური აქტი, ეს იყო ოპოზიციის ოფისებში წინასწარ, კარგად დაგეგმილი პროცესი, რასაც მათი ოფისებიდან ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთების მრავალფეროვნება და რაოდენობა ადასტურებს.
“ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებით აქციაზე სიმშვიდემ დაისადგურა, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაციას, აქციაში მონაწილე რადიკალი ჯგუფები ახდენდნენ და არა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. მადლობა შსს-ს რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და ყველა იმ ადამიანის განეიტრალება (დაკავება) მოახდინა, რომლებიც პოლიციაზე შტურმის ორგანიზებას ახდენდნენ, რა თქმა უნდა, პოლიციაზე ძალადობა არ იყო სპონტანური აქტი, ეს იყო ოპოზიციის ოფისებში წინასწარ, კარგად დაგეგმილი პროცესი, რასაც გუშინ მათი ოფისებიდან ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთების მრავალფეროვნება და რაოდენობა ადასტურებს. სწორედ ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ამოიღეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, საღებავები და ა.შ.
ვისურვებდი ყველა დამნაშავის უმკაცრეს დასჯას, რადგან სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, პოლიტიკური პარტიების ოფისებში არა მოლოტოვის კოქტეილი არამედ საქართველოს განვითარების გეგმა უნდა მზადდებოდეს და ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდნენ. მაგრამ ჩვენი ოპოზიცია, ტერორისტულ ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომლისთვისაც ცნება სამშობლო უბრალოდ არ არსებობს!”, – წერს დავით ჩიხელიძე.