ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს მაკა ბოჭორიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა
„საქართველოს აქვს თავისი აბსოლუტური უფლება, გამოხატოს პოზიციები. ჩვენ არ ვმალავთ ჩვენი პოზიციების გამოხატვას მაშინ, როდესაც საქმე ეხება რუსეთთან ურთიერთობებს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს სხდომათა დარბაზი დატოვა.
„ჩვენ გვაქვს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანა კვლავ რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობიანი გზით და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ არ მოგვწონდეს და ეს დავაფიქსიროთ სხვადასხვა ფორმით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.