სპეცრაზმელის მამა: გონება დავკარგე, გავითიშე კაცი, ყველანაირად ძალა დავკარგე
„ისე სწრაფად შემოვარდა ეს ქალი, მორბოდა ჩემკენ. მე ვუთხარი, გამარკვიე, რაშია საქმე. მან მითრა, რომ შენი შვილი დაფიქსირებული არის დარბევაშიო”, – განაცხადა ერთ-ერთი სპეცრაზმელის მამამ, რომელსაც ოპოზიციური მედიის ჟურნალისტი სახლში ბრალდებებით მიუვარდა.
„ჩემი შვილი წუხელ მოვიდა სახლში, გორში საზღვარზე იდგა 10 დღე, არ გასულა აქციაზე. გონება დავკარგე, გავითიშე კაცი, ყველანაირად ძალა დავკარგე. სასწრაფო მოვიდა და ძლივს მომისწრო“, – იხსენებს სპეცრაზმელის მამა „ქრონიკასთან“.