ნინო ნადირაძე ალეკო ელისაშვილზე: გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი
„ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო შემოწმება და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი. თავის არეში ტრავმა გონების კარგვის ეპოზოდს არ აღნიშნავდა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნეკნების მოტეხილობაზე თუ აღენიშნებოდა, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.